გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დინამოსთან ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

25-12-2017

დინამოს სტადიონის გვერდით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ორი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი, დაახლოებით, ღამის 02:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: newposts