გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

People in Need პროექტი ციხე-გოჯში დასრულდა

8-05-2019

სენაკში არასამთავრობო ორგანიზაციის People in Need პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ფილმის ჩვენებითა და გალა-კონცერტით დასრულდა. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 26 აპრილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პირველ ეტაპზე, საგრანტო კონკურსის შედეგად, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა.

მეორე საგრანტო სქემა განისაზღვრა უშუალოდ ახალგაზრდებისთვის - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. ასევე, კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგები ჩაუტარდათ. სენაკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებში ცენტრმა სენაკის მესამე, ლეძაძემეს, ნოქალაქევის, ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთათვის რეჟისორ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურავ ენგურს“ ჩვენება-დისკურსია გამართა და მასში 200 მოზარდი ჩართო. People in Need პროექტი, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით განხორციელდა.