გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ახალციხეს დიპლომატიური ტურის ფარგლებში 30 ბრიტანელი ეწვია

8-05-2019

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებული დიპლომატიური ტურის - DiploTripGeorgia 2019-ის ფარგლებში, ახალციხეს დიდი ბრიტანეთიდან 30 კაციანი ჯგუფი ეწვია. 

სტუმართა შორის იყვნენ, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს 8 ქვეყნის აკრედიტებული და ყოფილი ელჩი (სლოვენია, სლოვაკეთი, ჰონდურასი, ურუგვაი, კოსტარიკა, კვიპროსი, გერმანია, ეკვადორი), პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ასევე ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დიპლომატიურ ტურს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი ხელმძღვანელობდა. 

საპატიო სტუმრებს ახალციხის ციხეზე, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ და ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორმა დავით ტაბატაძემ უმასპინძლეს.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა ახალციხის ციხე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს, გაეცნენ რეგიონის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს. 

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით - „აღნიშნული ღონისძიება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება მაღალი დონის შეხვედრებიც - საპატრიარქოში, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სტუმრები ასევე, მოინახულებენ საოკუპაციო გამყოფ ხაზსა და მიმდებარე სოფლებს“.
რეგიონში ვიზიტის დროს, ახალციხის გარდა დიპლომატიური ტურის მონაწილეები ბორჯომშიც იმყოფებოდნენ, სადაც ისტორიული პარკი და ბორჯომის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერეს.