გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკში პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პრეზენტაცია გაიმართა

8-05-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა კვლევა-პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს.


კვლევის შედეგების პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


აღნიშნული კვლევები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს მოიცავდა, 2017-2018 წლებში, CRRC საქართველომ ჩაატარა.


პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) თანამშრომლობით, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ ხორციელდება.