გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს

8-05-2019

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და კომპანია „კარფურმა“ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლები დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აგრაფინა თავართქილაძესა და შოთა გვილავას ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.


კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით სასაჩუქრე კალათა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ ყველა დევნილ ვეტერანს გადაეცემა.