9-05-2019
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
„74 წლის წინ, მსოფლიომ ბოროტების სახით ფაშიზმი დაამარცხა. გილოცავთ ამ დღეს! ჩვენ მუნიციპალიტეტში 4 ადგილობრივი და 4 დევნილი ვეტერანი გვყავს. მათი ღვაწლი დიდია და განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა იგრძნონ სითბო და ზრუნვა. მოვინახულეთ ჩვენი ვეტერანები, მათ ჩვენთან ერთად გაიხსენეს ომის რთული დღეები და გამარჯვების სიხარული. ბაბუაც ომის მონაწილე იყო, ხშირად მიყვებოდა იქაურ ისტორიებს“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.