გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორ შეძლებენ აბიტურიენტები გამოცდებისათვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას

9-05-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის გამოცდებისათვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრელებს.


იმისათვის, რომ გამოცდებისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ფული პირს უკან დაუბრუნდეს, საჭიროა შესაბამისი სამსახურისთვის განცხადებით მიმართვა.


ცენტრის ინფორმაციით, განაცხადები მიიღება 8 მაისიდან 6 ივნისის 18:00 საათამდე:

ქ. თბილისში - მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9;
რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.


განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
განაცხადის ფორმა;


იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:

საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.


საფასური სრულად ბრუნდება:

თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 2019 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის;
თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს ატესტატს (ამ შემთხვევაში განცხადებას მან თან უნდა დაურთოს დამადასტურებელი ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან).


"თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მინდობილობა და განცხადებაში უნდა შეავსოს, როგორც დაინტერესებული პირის, ისე კანონიერი წარმომადგენლის გრაფა და განცხადების ფორმას უნდა დაურთოს თავისი პირადობის მოწმობის ასლი" - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.