გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკელებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგეს

9-05-2019

სენაკში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის შემკობით დაიწყო, სადაც დილიდან ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი გვირგვინით შეამკო.


მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირის ძეგლთან გამართული მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული მხატვრული კომპოზიცია ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს მიეძღვნა.


ომს, რომელშიც საქართველომ 700 ათასი ქართველი გაგზავნა და აქედან, შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 მაისს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტითა და გამოფენით დაიწყო.


დღეს მთელი დღის მანძილზე საჯარო ბიბლიოთეკა მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გამოფენით მნახველებს მასპინძლობს.


ფაშიზმზე გამარჯვების დღე დაასრულა საინტერესო და დაძაბულმა მატჩმა მინი ფეხბურთში. მატჩი სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ სენაკში მცხოვრებ, ჩვენს უხუცეს ვეტერანებს - მიხეილ აბშილავას, ჭიჭიკო სიჭინავას, აგრაფინა ხუხიას - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 500-500 ლარი გადაეცათ.


ღონისძიებებით სენაკის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.