გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 ვეტერანს მთავრობის მეთაურის მისალოცი ბარათი და ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარი გადაეცა

9-05-2019

დღეს ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს.


დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ, ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა, დავით ფეიქრიშვილმა და სხვებმა.


ომის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა საზეიმო კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.


ფაშიზმზე გამარჯვების დღე იზეიმეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ქალაქ ვალესა და სოფლებში: ტყემლანაში, აგარაში, გიორგიწმინდაში, კლდეში, წყრუთში, სხვილისში, წყალთბილაში, აბათხევში, წინუბაში, საძელში, პამაჯში, მუსხსა და მუგარეთში არსებული ობელისკები. ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ვეტერანები, რომლებმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებებზე მისვლა ვერ შეძლეს, ოჯახებში მოინახულეს და პრემიერისა და მერიის საჩუქრები პირადად გადასცეს.


ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 ვეტერანს მთავრობის მეთაურის მისალოცი ბარათი და ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარი გადაეცა, ასევე გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. თითოეული მუნიციპალიტეტისგან 700 ლარით, ხოლო მთავრობისგან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, მარჩენალდაკარგულთა ოჯახები კი 300 ლარით დასაჩუქრდნენ.