გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მალხაზ მაჩალიკაშვილი: არაფერი ჩამიდენია ისეთი, რომ დამაკავონ

10-05-2019

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს 15:00 საათზეა დაბარებული.


მაჩალიკაშვილს მოწმის სტატუსით დაკითხავენ.


იგი სუსის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ დააკავონ.


"უნდა მივიდე სუსის შენობაში, რაც ჩემთვის ძალიან ისეთი ამბავია, რომ ვერც აღწერს ადამიანი. ვიქნები გარეთ, აქცია გაგრძელდება. არ ვიქნები გარეთ და აქციას ჩემი მეუღლე გააგრძელებს", - ამბობს მაჩალიკაშვილი.


მისი ადვოკატების თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა უკავშირდება 2018 წლის მაისში პარლამენტის წინ გაკეთებულ განცხადებას და ამ შემთხვევაში არ მოქმედებს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლი.


მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ იგი მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხონ.