გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სენაკის ახალგაზრდული თეატრის დასი თურქეთში გაემგზავრება

10-05-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის" რეჟისორს, ვეფხვია გორგოძესა და ნორჩ თეატრალებს შეხვდა.


ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი", რომელიც 5 წელია დაარსდა, თბილისში გამართულ საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე ,,STRANGE BIRD” ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ჯვარცმული ბედნიერება" წარდგა.


ახალგაზრდული თეატრის დასს წილად პირველი ადგილი ხვდა და თურქეთში, სტუდენტური და საყმაწვილო საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა მიიღო.


დასი თურქეთში 11 მაისს გაემგზავრება.


მუნიციპალიტეტის მერმა თეატრალებს გამარჯვება მიულოცა და ამცნო, რომ მუნიციპალიტეტის მერია მათ ტურნეს სრულად დააფინანსებს, რაც სენაკის სინამდვილეში პირველი შემთხვევაა.


დედაქალაქში გამართულ სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე მონაწილეობა 27-მა თეატრალურმა დასმა მიიღო. სპექტაკლმა, რომელიც აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და ომის სისასტიკის ფონზე განვითარებული აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს, ფესტივალის ჟიურისა და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა.


ახალგაზრდული თეატრის დასთან შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი, ლევან მიშველია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, ლევან უჩანეიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდული თეატრის დასს სიგელები გადასცა.


ლევან კუპრეიშვილმა მათ საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებები უსურვა და სამომავლოდ მხარდაჭერას დაჰპირდა.