10-05-2019
თელავში უხვი ნალექის გამო მდინარე სტორი ადიდდა. სტიქიამ სოფლები: ლეჩური, ფშაველი და ლალისყური დააზარალა.
ადგილობრივთა თქმით, მდინარე კალაპოტიდანაა გადმოსული და დასახლებულ ადგილთან ახლოს მიედინება.
ადიდებულმა სტორმა თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა ჩახერგა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დატბორა სასტუმრო.
სტიქიის შედეგად დატბორილია სოფლები ბაბანეური და არგოხიც.