გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

"საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი და ქვემო ქართლის რწმუნებული რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ

10-05-2019

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება; მხარეებმა ერთმანეთს წყალმომხმარებლების საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს, მოისმინეს რეკომენდაციები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, რათა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები სამელიორაციო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.


მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მელიორაცია რეგიონში უახლოეს პერიოდში გეგმავს.