10-05-2019
სენაკში მოწამლული მეხუთეკლასელები ამჟამად სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც საავადმყოფოს დირექტორი, იამზე დგებუაძე განმარტავს, ჰოსპიტალში 24 ბავშვი შეიყვანეს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„24 ბავშვი შემოიყვანეს, 18 სასწრაფომ მოიყვანა, 6 თვითონ მოვიდა. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა, თუმცა ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია“, - განმარტავს იამზე დგებუაძე.