შაბათი, ივნისი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გერგეთის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

11-05-2019

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამებისეკლესიასთან მისასვლელ 5.6 კმ-იანი გზის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ 300 მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.


დაზიანებულ მონაკვეთზე, პრობლემის დაფიქსირებისთანავე, გზების დეპარტამენტის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტექნიკურისამსახურების, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს. სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.


„გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს. ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს“ - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა.


აღსანიშნავია, რომ დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდანხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება.