გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ პროდუქციას აწარმოებენ

11-05-2019

ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც იქნებიან დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქციის წარმოებით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პრემიერმა სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.


„ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც იქნებიან დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს. ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე. ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან და სწორედ ამ რჩევებზე დაყდნობით განვაცხადეთ ახალი ინიციატივის შესახებ, ეს არის პროექტი „დანერგე მომავალი". თანადაფინანსების ზედა ზღვარი 100 ათასი ლარიდან 250 ათას ლარამდე ავწიეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო განავითაროს ბიზნესი. გავითვალისწინეთ რჩევები და კენკროვანი პროგრამა შეეხება ყველა რაიონს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი. მიღებულია გადაწყვეტილება და კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით" - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.