გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ელექტროენერგიაზე გადასახადი ისევ იზრდება - ენმ-ს საგანგებო პრესკონფერენცია

25-12-2017

"ნაციონალურ მოძრაობა" ელექტროენერგიაზე გადასახადის გაძვირებას აპროტესტებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. საკითხზე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ოთარ სირაძემ ისაუბრა. 
„ქართულმა ოცნებამ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტრო ენერგიაზე ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის არკომპეტენტურობისა და უუნარობის ბრალი.

ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის ლარი გაუფასურდებოდა და ეს დარტყმა ტარიფებზეც იქნებოდა ასახული.

ლარის გაუფასურება ეკონომიკური პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითაა გამოწვეულია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის, მედიკამენტების, სურსათის ფასების, ხოლო დენისა და გაზის ტარიფების ისტორიულ მაქსიმუმზე ასვლა. რაც ყველაზე საგანგაშოა ეს პროცესი შეუქცევადია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და მომავალშიც მოსალოდნელია, როგორც ფასების ასევე ტარიფების ზრდა.

ამ ფონზე კი მთავრობის პასუხი პენსიონერებზე და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, რომელთაც მძიმე ტვირთად აწვება ყველა ეს პრობლემა არის, პენსიის ზრდაზე უარი, რაც ნიშნავს ამ ადამიანების ბედის ანაბარად დატოვებას.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან, მთავრობამ გადახედოს ახალ ბიუჯეტს, სადაც უამრავი გაბერილი ხარჯია და 2018 წლის იანვრიდანვე გაიზარდოს პენსია მინიმუმ 50 ლარით და ასევე მოუმატოს სოციალურ შემწეობებს, რათა მოხდეს ამ ადამიანებისთვის მინიმალური დაბალანსება მაინც გაზრდილ ფასებთან და ტარიფებთან.“- განაცხადა ოთარ სირაძემ.

წყარო: newposts