გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი მგზავრები და მწყემსების ნაწილი ბარში დაბრუნდნენ

11-05-2019

თუშეთის გზაზე სტიქიის დროს ჩარჩენილი მგზავრები და მწყემსების ნაწილი ბარში დაბრუნდნენ. „ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ საქართველოს გადამღები ჯგუფის 5 წევრს და ორ მწყემსს სოფელ ლეჩურში თუშეთის გამგებელი დახვდათ.


ლადო კახოიძის თქმით, ყველა მათგანი უვნებელი დაბრუნდა და თავს კარგად გრძნობენ.


„მწყემსებმა, რომლებიც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ საქართველოს ჯგუფის წევრებს ეხმარებოდნენ ცხვრის გადარეკვის პროცესის გადაღებაში, სტიქის დროს გზა ვეღარ გააგრძელეს, თუმცა უსაფრთხო ადგილას იყვნენ. ცოტა ხნის წინ დაბრუდნენ ბარში. ამ ეტაპზე თუშეთის გზაზე დარჩენილები არიან მწყემსები, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრებათ და ცხვარს მწყემსავენ“ - განაცხადა ლადო კახოიძემ.


რაც შეეხება ადიდებულ მდინარე სტორს, გამგებლის ინფორმაციით, წყლის დონე კვლავ მაღალია და დამეწყრილ მონაკვეთებში ჯერჯერობით სამუშაოები ვერ იწყება.



ipn.ge