გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფშაველი-ლალისყურის დამაკავშირებელ ხიდთან ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია

11-05-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფშაველისა და ლალისყურის დამაკავშირებელ ხიდთან ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია.


წყლის ნაკადისგან ხიდის ბურჯის დაზიანებისგან დაცვის მიზნით ადგილზე იმყოფებიან საგზაო და მელიორაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი.


საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია მდინარესთან დამცავი ბეტონის ფილების ჩაწყობას გეგმავს.


,,მდინარემ ხიდის გვერდით დამბა გადაანგრია, მაგრამ ხიდს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი სპეციალისტები სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის საპროექტო მონახაზებს შეადგენენ და ამავდროულად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, როგორც თუშეთის გზის მიმართულებით, ასევე დანარჩენ ადგილებზე” – განაცხადა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა.


მდინარე სტორმა დააზიანა სოფლების ფშაველის, ლალისყურის და ლეჩურის სასმელი წყლის სათაო ნაგებობა. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას დღეიდან სპეციალური მანქანებით სასმელი წყლით მოამარაგებს.


,,სათავე ნაგებობების აღდგენამდე სამივე სოფლის წყალმომარაგებაზე რამდენიმე მანქანა იმუშავებს და ე.წ. ცისტერნების მეშვეობით მივუტანთ სოფლებში წყალს” – ამბობს თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი.



1tv.ge