გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში 12 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ

12-05-2019

საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის (დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე) ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცეტრო დარბაზში გამართული ღონისძიება, რომელსაც დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, სასულიერო პირები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.


ეკრანზე გაცოცხლებული ქართული ეკლესიის ისტორიის, ჩვენი უახლესი პერიოდის სულიერი აღმშენებლობის ქრონიკები, საუბრები ღვთისმშობლის სიწმინდესა და ღვაწლზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია და მადლმოსილება, ეპიზოდები ათონის მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი მამების ცხოვრებიდან, ჩვენი და სრულიად საქრისტიანოს მფარველი წმინდანის, ღირსი მამის - ალექსი შუშანიას მოღვაწეობა, მახათას მთაზე, სრულიად საქართველოს მიერ აგებული ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მნიშვნელობისა და ერის სულიერი ფასეულებების წარმოჩენა, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგების მიერ შესრულებული საგალობლები, ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა მიერ გაცოცხლებული ამონარიდები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან სწორედ დღევანდელ დღესასწაულს ეძღვნებოდა.