გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებას სახელმწიფო ხელს მაქსიმალურად შეუწყობს

13-05-2019

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.



„ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოების პრიორიტეტულობას ამ საკითხისადმი სახელმწიფოს მიდგომაც ადასტურებს. ხელისუფლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ სფეროში მეწარმეების მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის ნათელი მაგალითია საგადასახდო რეჟიმიც, რომელშიც ეს სფეროა მოქცეული“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


მისი თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის სფეროს ამ მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელებას.


„ხელისუფლება კვლავინდებურად მზად არის მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა გამოიჩინოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სფეროში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავენ და ამ მიმართულებით არის გარკვეული ძვრები. ჩემი ინფორმაციით, მალე უნდა დასრულდება რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ საკმაოდ სოლიდური საინვესტიციო პაკეტის მოზიდვის პროცედურა. საინვესტიციო პროექტები გრძელვადიანი და მზარდი წარმოების დივერსიფიცირებული განვითარების მხრივაც. მიუხედავად კერძო სექტორის აქტივობისა აუცილებელია კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდეს სფეროს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რათა მოხდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ნატურალური რძითა და რძის პროდუქტებით“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება ბიზნესში ყველაზე რენტაბელური და მომგებიანი მიმართულებაა, სახელწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამები კი სფეროს სტიმულირებას და განვითარებას ემსახურება.