გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებენ

13-05-2019

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, რესურსცენტრების, სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციას ანაზღაურება გაეზრდებათ. 

„2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელი გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას მიიღებს. მათ ხელფასი 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. 

მისივე თქმით, ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს სამინისტრო სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით ახორციელებს.

რეფორმის მიზანს კი სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. მიხეილ ბატიაშვილის თქმითვე, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.