გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დასახლებული პუნქტების მესამედი, სადაც 2019 – 2021 წლებში გაზიფიკაცია განხორციელდება, სამეგრელოში მდებარეობს

13-05-2019

დიდი ნეძის კახათი ერთ-ერთი პირველი სოფელი იქნება სამეგრელოში, სადაც საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. დღეს სოფლის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდნენ და მათ სამთავრობო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრნენ.


ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში.


მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე, მათ შორის, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის შეკეთებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონის ეკონომიკური განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებაში. მინისტრმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული პროექტია და ის აუცილებლად აშენდება.