გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კაკბის სახეობის აღდგენის მიზნით ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობები მოეწყო

14-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.


სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. "ლურჯი ფრინველი" ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს.


ველურ გარემოში აღდგენის მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობა კაკაბის 30 ფრთა ბუნებაში გაუშვა.


საქართველოში კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.


ველური ბუნების სააგენტოში გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.