გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სასულიერო პირი, რომელსაც ფუტკრები მასიურად დაეხოცა, არ გამორიცხავს, რომ ქმედება მიზანმიმართულად ჩაიდინეს

14-05-2019

მამა გრიგოლ გოგიჩიძე, რომელიც ამჟამად თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს, არ გამორიცხავს, რომ ფუტკარი მიზანმიმართულად დაუხოცეს.


მას ფუტკრები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ჰყავს, საიდანაც დაურეკეს, რომ ფუტკარი მოწამლული იყო.


"შემატყობინეს სოფლიდან, რომ ჩემი ფუტკარი მოწამლეს. მე ვაპირებ ჩასვლას სოფელში და სიტუაციის გარკვევას", - ამბობს მამა გრიგოლ გოგიჩაძე, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს იკავებს.


მამა გრიგოლი 1996 წლიდან და გორის ეპარქიის გადაწყვეტილებით დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოაცილეს სოფლის ეკლესიას.


მამა გრიგოლი აცხადებდა, რომ სოფლიდან ეპარქიის წარმომადგენელთან დაახლოებული პირები ავიწროებდნენ, დაუწვეს ფერმა, სახლ-კარი.






qartli.ge