25-12-2017
ქუთაისში, ახალი წლის ღამეს საქალაქო ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს.
მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს ქალაქში მოძრავი ყველა სატრანსპორტო ხაზი შეუფერხებლად იმოძრავებს.
" 31 დეკემბერს, რადგან ცენტრალურ მოედანზე კონცერტია დაგეგმილი, რომელიც დაახლოებით 12:00 საათზე დასრულდება ამიტომ კიდევ გადაწყდა, რომ ტრანსპორტი უფრო ხანგრძლივი დროით მოემსახუროს მგზავრებს. ვფიქრობთ, რომ 01:00-მდე ყველა ხაზი იმოძრავებს", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
რაც შეეხება, ახალი წლის დღეებს, ქუთაისი მერიის ინფორმაციით ტრანსპორტი პირევლ და ორ იანვარსაც გახანგრძლივებული დროით, სრული დატვირთვით იმოძრავებენ.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"