« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
15-05-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 118 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 60 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 11, იმერეთში - 12, გურიაში - 4, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლის მასშტაბით - 8, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 11 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 363 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტენიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი და ამოღებულია 9 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა - 52). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.