გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

16-05-2019

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა. თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

აქცია "ჯორჯიან მარგანეზის" ადმინისტრაციის წინ მიმდინარეობს.

კომპანია თანამშრომლებთან მოლაპარაკებას განაგრძობს.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა და ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციას არ შეწყვეტენ.

"გაფიცვის მოთხოვნა იყო ხელფასის მომატება, პირველ რიგში, და მეორე, ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა არის კატასტროფული. განუკითხავად დადიან სატვირთო მანქანები და დამტვერილია ყველაფერი. ამას ვითხოვთ ჩვენ, რომ მოწესრიგდეს ქალაქი და მოწესრიგდეს ჩვენი ხელფასები“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გაფიცულები ასევე ეხებიან კვების პრობლემას. მათი თქმით, არ აქვთ საშუალება გამოვიდნენ სახლებში და საკუთარი საკვები მიირთვან. კომპანია კი კვებით ვერ უზრუნველყოფს.

"პროფკავშირების" წარმომადგენლის, პაატა სამხარაძის თქმით, ეს არ არის "პროფკავშირების" მიერ ორგანიზებული აქცია და ის თვითონ დასაქმებულებმა გამართეს.