გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მეტალურგიული საწარმოს მუშები ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

16-05-2019

რუსთავში დილიდან მეტალურგიული ქარხნის საწარმო გაიფიცა. პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-ით ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.


"მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მე-19 საუკუნის კაპიტალიზმში, თუმცა ეს კაპიტალიზმიც არაა, ფეოდალიზმია. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მეტალურგიული ქარხნის მუშის თქმით, შრომის კოდექსი საქართველოში არ არის ადამიანზე მორგებული და ის 580 ლარი, რომელსაც ისინი ხელფასის სახით იღებენ, არ არის საკმარისი ადამიანისათვის ოჯახის შესანახად.


გაფიცულებს მეტალურგიული ქარხნის მოადგილეც შეხვდა, რომლიც განცხადებითაც, ისინი მუშებს დაპირდნენ, რომ შეისწავლიან მათ მოთხოვნებს და იმის შესახებ, თუ რა შესრულდება და რა არა, პასუხს ხვალ ეტყვიან.


"საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. ვისაც უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს. ვისაც უნდა, შეუძლია დარჩეს და იმუშაოს", - განაცხადა ქარხნის დირექტორის მოადგილემ.


ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერიც. ამ დროისათვის იგი ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებისათვის იმყოფება და პროტესტის მონაწილეები მერის პასუხს ელიან.