გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკის მუსიკალური ფესტივალის გახსნას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

17-05-2019

სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეექვსედ იმართება, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა.


,,სენაკის არტ-ფესტივალი 2019“ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის ვალერიან შიუკაშვილისა და ლეგენდარული გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის - თემურ ჯაიანი - ვიოლინო, ნიკა ბარათელი - ვიოლინო, მამუკა ბაბუაძე - ალტა, გიორგი იმანოვი - ჩელო - მონაწილეობით გამართული კლასიკური მუსიკის შედევრებით გაიხსნა.


ფესტივალის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.


,,სენაკის არტ-ფესტივალი 2019“ 24 მაისამდე გაგრძელდება და გალა-კონცერტით დასრულდება.


ფესტივალის ფარგლებში, სენაკი, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღეს, კოსტუმირებული მსვლელობითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.