გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე ზუგდიდის მერობის კანდიდატთაგან მხოლოდ გიორგი შენგელიამ განაცხადა თანხმობა

17-05-2019

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუგდიდში ქალაქის მერობის კანდიდატებს სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა ,,ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი შენგელიას გარდა, დებატებზე ყველა კანდიდატებმა უარი თქვა.


დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, რის გამოც მერობის კანდიდატების დებატები ხვალ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ შედგება.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთივე მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტების კანდიდატებს სპეციალურ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობა 13 მაისს შესთავაზა. მანამდე კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი სანდრა რულოვსი, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ მოიწვია.