გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თალაკვაძე: "ქართული ოცნება" ზუგდიდში ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას

17-05-2019

"ზუგდიდში ყველა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი შენგელია ლიდერობს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ" , - ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ოცნების კანდიდატი კვლევების თანახმად პირველივე ტურში იმარჯვებს.


"არჩევნებამდე დარჩა 2 დღე და ხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ შუალედურ არჩევნებზე არის შერჩეული ზუგდიდი. ჩვენ ხელთ არსებული ყველა მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან შეხვედრებისა და კარდაკარის მიხედვით, ჩვენს კანდიდატს გეგა შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, აქვს პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა. ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასაც" თავის კვლევებში და სწორედ ამიტომ მათ ოფისში, მათ საარჩევნო კამპანიაში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემი, რომ გიორგი შენგელიას, მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ, გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოსაწყობად ზუგდიდში ჩამოყვანილი ჰყავს სხვადასახვა რეგიონიდან აქტივისტები, რომელთა მოვალეობაც ზონდერობა იქნება.


,,ეს არ არის ყველაფერი. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მობილიზებული ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა, ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი იქნება ახლადშექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და აი ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს.


ამას ადასტურებს ის, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი ფაქტობრივად პირდაპირ მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ. წინასწარ აცხადებენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიში. რეალურად მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა და ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის ტაქტიკაზე, ვინაიდან მათაც აქვთ ხელთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც გეგა შენგელია მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველი ტურში გაიმარჯვებს.


შეგვიძლია გადავხედოთ მიმდინარე კამპანიის მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეალურად მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ მოქალაქეს პირისპირ, ამ დროს, ქალაქში სადაც სიმშვიდეა და კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ, თავისუფალ გარემოში, რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად არის არეულობა, ნამდვილად არის აგრესია, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი და მათი კამპანია",- განაცხადა თალაკვაძემ.


ის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მიმართავს ზუგდიდს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

"ჩვენ გვსურს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთოთ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის "ნაციონალური მოძრაობა".


კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საქმიანი პროგრამა და თითოეულ უბანში, მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას აუცილებლად შევასრულებთ. არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი. რა თქმა უნდ,ა თითოეულ შემთხვევას, რაც მოხდება წითელი ხაზის გადაკვეთით, სადაც შესაძლოა დაირღვეს კანონი, მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ .