გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო დედაქალაქსა და რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის შემოწმებას აგრძელებს

17-05-2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ახლადშემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ.


პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა.


შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, მარწყვი.


გამოკვლეული ხილ-ბისტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.


სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს.