გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის სიაში ჭიათურის საბაგირო გზა მოხვდა

17-05-2019

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ხუთ ახალ მარშრუტს სერტიფიცირება მიენიჭა.


ხუთეულში იმერეთიც, კერძოდ კი ჭიათურა მოხვდა.


ჭიათურის საბაგირო გზა, რომელიც ტურისტების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს, ამ მარშრუტების სიას შეემატა.


ჭიათურის საბაგირო გზის გარდა, ხუთეულშია ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიც.


ჭიათურაში საბჭოთა დროინდელი საბაგირო ქსელი 1950-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ არ განახლებულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბაგირო ქალაქისათვის გადაადგილების შეუცვლელ საშუალებად რჩება.






kutaisipost.ge