9-11-2017
ოზურგეთში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგ როყვა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.
ის ამ წუთებში გურიის მთავარი სამმართველოს ოზურგეთის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.
გიორგი როყვას ადგილსამყოფელის შესახებ მისი ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი იცოდნენ. გაუჩინარებამდე ის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის ხელმძღვანელ, ირაკლი სირაძესთან სმს შეტყობინებებს დახმარების სათხოვნელად აგზავნიდა.
ის "ოცნების კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მხრიდა განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა.
წყარო: "გურიის მოამბე"