გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ზესტაფონში პრობლემების მოგვარებას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა

17-05-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ზესტაფონის მოსახლეობას მიმართა.


"მოგესალმებით ძვირფასო ზესტაფონელებო. ძალიან ბევრი ღირსება აქვს ზესტაფონს, მაგრამ მთავარი ღირსება არის მაინც ძალიან თბილი, გულანთებული, მშრომელი ხალხი, რომელიც ჰყავს ამ ქალაქს, ამ რაიონს და ძალიან მიხარია, რომ დღეს გვაქვს თქვენთან შეხვედრის საშუალება.


მოგესალმებით, კიდევ ერთხელ, სულით და გულით.


ზესტაფონს სჭირდება განვითარება. კეთდება ბევრი რამე, მაგრამ რჩება ძალიან ბევრი პრობლემა, რჩება ქალაქის პრობლემა, სოფლების პრობლემები, ადამიანებს აქვთ პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ყოველდღიური საქმიანობა და სჭირდება, რა თქმა უნდა, ძლიერი ხელმძღვანელი.


ამ პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ წარმოგიდგინეთ ძალიან ღირსეული კაცი, ღირსეული ზესტაფონელი, ბატონი გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ჰქვია ზესტაფონის განვითარება და კიდევ ერთხელ, მინდა წარმოგიდგინოთ, ბატონი გიორგი.


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ზესტაფონი გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.