გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს 30 ქალაქში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18-05-2019

თბილისსა და 30 ქალაქში ქართული სამოსის დღე აღინიშნება.


ეს დღესასწაული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.


მოსახლეობას თავადაც შეეძლება ჩაერთოს ამ დღის აღნიშვნაში.


აქციის ორგანიზატორის თქმით, წელს ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მისი მასშტაბები გაზრდილია და მხოლოდ ერთ ლოკაციაზე არ გაიმართება. რეგიონებში მოეწყობა გამოფენები.


დღევანდელ დღის ფარგლებში, თბილისში, 15:00 საათიდან ყველა მეტროსადგურთან სხვადასხვა კუთხის ნაციონალურ, ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ, რის შემდეგაც რიყის პარკისგკენ გაემართებიან.


ქართული სამოსის დღეს აღნიშნავენ ფერეიდანსა და რომშიც.


ეროვნული სამოსის დღე, 19:00 საათზე, გალა კონცერტით დასრულდება.