გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

18-05-2019

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. მსგავსი ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა. სააგენტოს წარმომადგენლის, არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, მონაცემი საგანგაშო არ არის.


„გასულ წელს დელფინის გამორიყვის 121 შემთხვევა დაფიქსირდა, 2012 წელს კი 167. მიმდინარე წელს, დღეს მდგომარეობით, დაფიქსირებულია 50 შემთხვევა, აქედან ერთი გარდაცვლილი დელფინი რამდენიმე წუთის წინ რკინიგზის წინ, სანაპიროზე გამოირიყა. მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია, ანუ შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე, არის ნავიგაციური ტრავმა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“ - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.



1tv.ge