18-05-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას. ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.
სათაფლიას აღკვეთილში მოეწყო სათამაშო მოედანი. მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ასევე ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.
სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა.