გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ

19-05-2019

"დღეს, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ტარდება. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. 

ჩვენი ამოცანაა, არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარება და ყველა უწყება მომართულია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, ყველა საარჩევნო ოლქსა და ყველა საარჩევნო უბანზე" - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივნმა, თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ კანონდარღვევას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

"მინდა მოგმართოთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და თითოეულ თქვენთაგანს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ.

უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, ვინაიდან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს.

ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში.

მივმართავ ქართული ოცნების აქტივსაც, მოგიწოდებთ რომ იყოთ მშვიდად გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით ვუპასუხოთ" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილი მიმართავს მოქალაქეებს, რომ ნებისმიერი სახის დარღვევის შემთხვევაში შეადგინონ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირონ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში, რომ არავის ჰქონდეს საშუალება დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში.

"დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ მივმართო დამკვირვებელ ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივ, ასევე სართაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი .

ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობებს განსაკუთრებით ზუგდიდის საოლქო კომისიაში, ამის შესახებ ჩვენ მუდმივად ვაწოდებდით ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ვატყობინებდით იმ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა კენჭის ყრის დღეს.

შესაბამისად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილოს ყურადღება.

დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღეს ყველა გამარჯვებას ვიზეიმებთ" - აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი თავის განცხადებაში.