გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ბაჩუკი ქარდავამ მითხრა, თქვენი ცხოვრება დღეს დამთავრდებაო

19-05-2019

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას, მუქარაში ადანაშაულებს.


მისი თქმით, ქარდავა უბანზე შეიჭრა და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა.


"მოვიდა ამომრჩეველი, რომელიც შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ მას მარკირებს უკვე ჰქონდა.


სხვა დამკვირვებელმაც შეამოწმა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ უბანზე არ დაგვეშვა.


არც იმ ქალბატონს ჰქონდა პრეტენზია, მარკირება თუ მაქვს, გასაგებიაო და წავიდა, მაგრამ ბაჩუკი ქარდავამ უკან მოაბრუნა, ჟურნალისტებს დაუძახა და ოთახში შემომიცვივდნენ.


გავაბრუნე ოთახიდან, მაგრამ ისევ შემომიცვივდნენ. თავის დამკვირვებლებს ეძახდა, ჩემები ვინც ხართ, მობრუნდით, მოგცემთ ინსტრუქციას, როგორ ავრიოთ სიტუაციაო.


მემუქრებოდა. შემომხედა და მითხრა, არ გეშინია, რომ ხვალინდელი დღე არ გაგითენდება, დღეს მთავრდება თქვენი ცხოვრებაო", - განაცხადა 21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ.


მომხდართან დაკავშირებით მას პოლიციამ ჩვენება უკვე ჩამოართვა.