21-05-2019
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 19 და 20 მაისს კახეთის რეგიონში 1600 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, აქტიური ზემოქმედება მიმდინარეობდა შეზღვუდვების ფონზე, რაც გამოწვეული იყო ცაში არსებული მაღალი საჰაერო ტრაფიკის გამო.
19 და 20 მაისს მთელი დღის განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთის და სამხრეთდასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე განსაკუთრებით სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.
სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, ხოლო სეტყვის მარცვლის ზომა 20მმ აჭარბებდა,ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 340 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად განადგურებისგან დაცული იქნა 180 000ჰა ფართობის სავარგულები.