ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
გურჯაანში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა

21-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა რეგიონის მეღვინეებმა, მევენახეებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.


კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პროექტის ინიციატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა სამხარაულმა და კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართეს.


"წელს მევენახეთა კონფერენცია პირველად იმართება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუაგულ კახეთში ტარდება და მონაწილეობას ჩვენი მევენახეები, მეღვინეები, ფერმერები და დარგით დაინტერესებული პირები იღებენ. მათ ყველაზე კარგად იციან სექტორში არსებული გამოწვევები. გასულ წელს 85 მლნ ბოთლზე მეტი ექსპორტი განხორცილდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კახეთში ახალი ვენახები 7 000 ჰექტარზეა გაშენებული. ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტების შედეგი", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


კონფერენციაზე მევენახეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.