გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვეყნის მასშტაბით ჯართის ფიქტიური შესყიდვისა და გაწერისათვის საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

21-05-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს, რა დროსაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები.


გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 200 000 ლარს აღემატება. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.