21-05-2019
ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
ქალაქში არსებული, ცენტრალური სატუმბი სადგური წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. მოძველებული და ამორტიზებული წყლის ინფრასტრუქტურის გამო, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი წყლის სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. აშენდება საქლორატორო სადგური. სამუშაოები ითვალისწინებს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება და 20 000-მდ ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს 36,631,493 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულება.