გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქართველ ძალოსანს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

21-05-2019

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ძალოსნობაში მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


ჯილდო სპორტსმენს ბათუმის ვიცემერმა თენგიზ პეტრიძემ მერიაში ვიზიტისას გადასცა.


შეხვედრაზე ლაშა ტალახაძეს მიღწეული წარმატებები მიულოცეს. მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა ძალოსნობაში წლის საუკეთესო მამაკაცის წოდება.


შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის მერიის მიერ სპორტის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.