21-05-2019
სენაკის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს შორის სხდომის მიმდინარეობისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების შედეგად ოპოზიციის დეპუტატი დაშავდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია უტარდება.
კლინიკის ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მისი დიაგნოზია ჰიპერტრავმული კრიზი.
გამოძიება ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.