გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ

21-05-2019

ახალციხის პირველი და მეხუთე სკოლების მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის შედეგად ორი მოსწავლე დაშავდა.


შემთხვევა გუშინ, 20 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ამ დღეს მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ. ერთი ავარია ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევთან მოხდა, მეორე კი ახალციხეში, მუგარეთთან.


მუგარეთთან ავარიაში მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოჰყვნენ. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


ქვაბისხევთან „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩლა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი დაშავდა. იგი აწყურის სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნავდა სკოლის დამთავრებას. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ბინაზე გაწერეს.


მუგარეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოსწავლე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.


„ჩაუტარდა კვლევები, მისი მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩეოდა. დაკვირვების მიზნით კლინიკაში რჩება" - აცხადებენ რეფერალურ ჰოსიტალში.


http://sknews.ge