გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფინანსთა მინისტრი: ინფლაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი თურქეთის ფაქტორიცაა

21-05-2019

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს.

„ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ფაქტორებია და ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის. ზუსტად ამიტომ, ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიაზიაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე. ჩვენ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად იპოთეკურ სესხებზე დოლარში. ეს ემსახურება იმას, რომ ზუსტად ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს, პატარა და განვითარებად ქვეყნებში, იმუნიტეტი გვქონდეს“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით კომერციულ ბანკებში 2.8 ნიშნულამდე აღწევს.