გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული კარალეთის #1 სკოლა გახდა

23-05-2019

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის -„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული გორის რაიონის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლა გახდა. 

მეორე საპრიზო ადგილი ჭიათურის #2 სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი რუსთავის #6 სკოლა გავიდა. 

ფინალური თამაში თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

პროექტის გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა ტიერი ბერიშვილმა დააჯილდოვეს.

პროექტის დასკვნით ნაწილში 53 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მოხვდნენ გუნდები, რომელთაც 2019 წლის 18 აპრილს გამართულ ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 14 და მეტი ქულა დააგროვეს. ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად შედგა. მასში მონაწილეობა 261 სკოლის გუნდმა მიიღო. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2015 წლიდან ტარდება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.

ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს საქართველოს კლუბი “რა? სად? როდის?” უძღვება.